პოლიციის ცნობით, უკრაინის 4 გათავისუფლებულ რეგიონში 991 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

გამოქვეყნდა:

რუსი დამყრობელისგან გათავისუფლებელი დონეცკის, მიკოლაივის, ხარკოვის და ხერსონის რაიონებში სამართალდაცავებმა 991 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

პოლიციის მაღალჩინოსნის, ოლექსი სერჰევის ცნობით, ბომბდაშენებმა უსაფრთხოდ ამოიღეს 33 000 დანაღმული ნივთი და ხერსონის რაიონში 63 ნაწამები ცხედარი იპოვეს.

"ეროვნული პოლიციის მიერ განხორციელებულ დეოკუპაციის ღონისძიებებთან დაკავშირებით დონეცკის, მიკოლაივის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონების დეოკუპირბულ ტერიტორიებზე პოლიციამ უზრუნველყო სტაბილიზაციის ღონისძიებები და წესრიგის აღგენა 577 დასახლებაში, სადაც 15 ოპერაცია განხორციელდა. აღდგენილია პოლიციის ქვედანაყოფები და დადასტურებულია 3559 სამხედრო დანაშაული. აღმოჩენილია 991 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი", - განაცხადა სერჰეევმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი