უკრაინელებმა კიევის ოლქში 4 რუსული რაკეტა და 5 "კამიკაძე დრონი" ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინელებმა კიევის ოლქში 4 რუსული რაკეტა და 5 "კამიკაძე დრონი" ჩამოაგდეს - ინფორმაციას კიევის ოლქის ხელმძღვანელი ოლეკსი კულება და სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
 
ასევე, ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიევის წყალსაცავის თავზე ორი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. 

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ უკრაინელებმა ოდესის ტერიტორიაზე 6 რაკეტა მოიგერიეს. არსებული ინფორმაციით, ოდესის ოლქზე შეტევა რუსმა სამხედროებმა შავი ზღვიდან კალიბრის ტიპის რაკეტებით განახორციელეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი