
უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია "უკრზალიზნიცია" დღეს, 18 ნოემბერს, კიევიდან ხერსონამდე პირველს გაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა გაავრცელა.
"პირველი რეისი უკვე დღეს 22:14 საათზეა დედაქალაქიდან, ხვალ კი დაახლოებით 09:00 ხერსონში. მათ ეყოლებათ 200-მდე მგზავრი, რომლებმაც შეიძინეს "გამარჯვების ბილეთი", ხოლო ვაგონები უკრაინელი მხატვრების მიერ არის მოხატული", - ამბობს ის.
ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსი ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს.
რუსეთმა ხერსონი ომის დაწყებიდან მალევე, მარტის თვეში დაიკავა. სექტემბერში კი იქ რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმიც ჩაატარა. ხერსონის დაბრუნება უკრაინისთვის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო.