ერდოღანმა და ზელენსკიმ სასურსათო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებზე იმსჯელეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან ერთად უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა და დაარწმუნა, რომ უკრაინა გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტი დარჩება.

„პრეზიდენტ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ჩვენ მივესალმეთ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას. მადლობა გადავუხადე ჩვენი "Grain from Ukraine" ინიციატივის მხარდაჭერისთვის და დავარწმუნე, რომ უკრაინა დარჩება სურსათის სტაბილურობის გარანტი. საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას", - წერს ზელენსკი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი