მოწოდებებისა და გაფრთხილების შემდეგ, კიდევ ერთი მწვავე რეზოლუცია, რომლის ადრესატიც საქართველოს ხელისუფლებაა. ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებულ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი მითითებები, როგორი უნდა იყოს "ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება სურს.
შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, შეწყდეს სიძულვილის ენის გამოყენება შიდა პოლიტიკაში და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაში - და რაც ყველაზე მთავარია, ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი მოუწოდებს პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილის როგორც ქვეყნის ჩრდილოვან მმართველს სანქციები დაუწესდეს.
იხილეთ ვრცლად: