შევჩენკო უკრაინის ოლიმპიურ კომიტეტს ტოვებს | მიზეზი კომიტეტის წევრად მედვედჩუკის თანამოაზრის არჩევაა

გამოქვეყნდა:

ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ტოვებს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომიტეტის წევრად ხელახლა აირჩიეს  უკრაინაში აკრძალული "ოპოზიციური პარტიის - უვადოდ" წარმომადგენელი და ვიქტორ მედვედჩუკის თანამოაზრე, ნესტორ შუფრიჩი

"ჩემი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე რთულ პერიოდში ვამაყობ, რომ უკრაინის გვერდით ვარ და ვეხმარები გამარჯვებისთვის. პატივად მიმაჩნია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მუშაობა და მესმის მისი მნიშვნელობა. ამავდროულად, მე ვერ დავრჩები NOC-ის წევრი ასეთი შემადგენლობით. ჩვენ ძალიან მაღალ ფასს ვიხდით ჩვენი თავისუფლებისთვის უკრაინელების სიცოცხლით და ჩვენ მათი ღირსი უნდა ვიყოთ.", - წერს შევჩენკო Facebook-ზე.

შევჩენკოს გარდა, ოლიმპიური კომიტეტიდან წასვლაზე განცხადება გააკეთა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომაც და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებაც შუფრიჩის ხელახლა არჩევას უკავშირდება. 

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ბოიკოტს უცხადებს რუსი სპორტსმენების მონაწილეობას ყველა დონის შეჯიბრებებზე, უკრაინის ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტში  პრორუსულ პოლიტიკური ჯგუფები არიან. მე პირადად მივეცი ხმა შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამიტომ, როგორც ასამბლეის წევრმა და წარმომადგენელი, კომიტეტის წევრობას ვწყვეტ მანამ, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება“, - განაცხადა პაველკომ.

უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები 17 ნოემბერს გაიმართა. ხმათა უმრავლესობა - 123 ხმა მიიღო ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, ვადიმ გუცაიტმა. ასევე აირჩიეს ახალი წევრები - ოლექსანდრ უსიკი, მარინა ბეჰ-რომანჩუკი, ლილია პოდკოპაევა, სკანდალური სახალხო დეპუტატი ნესტორ შუფრიჩი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ კი რაც ანდრეი შევჩენკოსა და ანდრეი პაველკოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, კომიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო  ნესტორ შუფრიჩმაც. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი