
პარტნიორების მიზანი უკრაინის გამარჯვება უნდა იყოს - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვიდეომიმართვაში, რომლითაც პან-ევროპული კავშირის საიუბილეო კონგრესის მონაწილეებს მიმართა
კულებას თქმით, მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ ისწრაფვის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ „ასეთი ომები ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს“.
”თქვენ არ უნდა დაექვემდებაროთ შიშს და შანტაჟს. ყოველთვის, როცა ჩვენ, ევროპელები, ვიყავით მტკიცე, პრინციპული, ერთიანი და ძლიერი, პუტინი ყოველთვის უკან იხევდა. ნებისმიერი სისუსტის ნიშანი რუსეთის მიერ განიხილება, როგორც წახალისება შემდგომი ტერორისა და სისასტიკისთვის.
ამიტომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს და რუსეთზე სანქციებით ზეწოლაზე უკან დახევა დაუშვებელია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კონგრესი ვენაში, ორგანიზაციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.