ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონი დაბომბეს, შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ - უკრაინა

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს.

"ქალაქური ტიპის დასახლება შევჩენკოვო, კუპიანსკის რაიონი - რუსებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საცხოვრებელ კორპუსს. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ", - წერს ადმინისტრაცია.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი