
უკრაინის ოკუპირებულ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკეევკაში ნავთობის საცავის ტერიტორიაზე ხანძარია.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახური ამბობს, რომ ხანძარი "ფეთქებადსაშიში ობიექტის" მოხვედრამ გამოიწვია, რის გამოც, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუჩნდა ორ ავზს საწვავთან ერთად, ასევე სამ სტაციონალურ ავზს.