
გათავისუფლებულ ხერსონში, რუსების მიერ მოწყობილი რამდენიმე წამების შენობა იპოვეს, სადაც ოკუპანტები ხალხს უკანონოდ აკავებდნენ და სასტიკად აწამებდნენ.
უკრაინი პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ხერსონის დროებითი მოთავსების დაწესებულების მიტაცებულ შენობებში, ფსევდოსამართალდამცავი ორგანოები შექმნეს, სადაც მოქალაქეებს ელექტროშოკით აწამებდნენ.
"ამას მოწმობს აღმოჩენილი დოკუმენტები, მათ შორის, საოკუპაციო პოლიციის წარმომადგენლების ე.წ. მოწმობები, სამორიგეო განრიგი და ა.შ. გარდა ამისა, ოკუპანტები ელექტროშოკით აწამებდნენ მშვიდობიან მოქალაქებს. საკნებსა და სარდაფებში მყოფი ადამიანების მიმართ გამოიყენებოდა წამების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდები“, - წერია უწყების ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ხერსონი ოკუპანტებისგან 11 ნოემბერს გაათავისუფლეს, 16 ნოემბერს კი დეოკუპირებულ
ხერსონში უკრაინის უშიშროების ძალებმა კიდევ ერთი წამების ოთახი იპოვეს.