რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მინისტრი" იური დეგტიარევი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
რუსი პროპაგანდისტების ინფორმაციით, დეგტიარევი თანამდებობას 2 თვის განმავლობაში იკავებდა.
"ლუგანკის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელი, იური დეგტიარევი, ორი თვით დააკავეს ტყეში თაღლითობისთვის“, - თქვა რუსული სამთავრობო მედიის TASS-ის წყარომ.
დამატებითი დეტალები მაღალჩინოსნის დაკავების შესახები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
გარდა იმისა, 16 ნოემბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ხერსონის ოლქში ოკუპანტების მიერ შექმნილი "მთავრობის“ "ხელმძღვანელის მოადგილე" ეკატერინა გუბარევა დააკავეს. მას ბრალი "ეკონომიკურ დანაშაულში" ყოველგვარი განმარტების გარეშე წაუყენეს.