
განახლებული მონაცემებით, დღეს დილით რუსების მიერ ხერსონის დაბომბვისას, 1 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 4. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, დაშავებულები რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"სამწუხაროდ, ერთი ადამიანი ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა", - ამბობს კირილ ტიმოშენკო.
მისივე ინფორმაციით, ხერსონის გარეუბანში, ანტონოვკას რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიჭრა.
გარდა ამისა, როგორც BBC-ს ქალაქის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, ხერსონისა და მის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვა პრაქტიკულად არ წყდება.
შეგახსენებთ, დღეს დილით ხერსონში ოკუპანტებმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას კიდევ ერთხელ დაარტყეს.