ღირსების დღედ გამოცხადებული თარიღი, როდესაც უკრაინამ სისხლლისმღვრელი ბრძოლა დაიწყო. 9 წლის წინ, სწორედ დღეს, უკრაინელმა ხალხმა ხმამაღალი პროტესტი უთხრა კრემლის სრულ მორჩილებაში მყოფ პრეზიდენტ იანუკოვიჩს, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა.
სახალხო პროტესტის ძალით ჩახშობის მცდელობა გახდა ჯერ კიევის ცენტრში სისხლიანი მოვლენების, შემდეგ დონბასში და ყირიმში ომის წამოწყების და წელს უკვე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზი.
უკრაინა წინააღმდეგობას აგრძელებს და უკვე წარმატებებსაც აღწევს და ხალხიც და ქვეყნის ხელისუფლებაც დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.