პუტინმა უკრაინაში მებრძოლ მოხალისე პატიმრებს ვეტერანის სტატუსი მიანიჭა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინაში მებრძოლ მოხალისე პატიმრებს საბრძოლო ვეტერნის სტატუსს ანიჭებს.

კანონის მიხედვით, მძიმედ დაჭრილ მოხალისეებს შეიძლება მიანიჭონ "საბრძოლო ინვალიდის" სტატუსი.

კანონი ვრცელდება ყველა რუს მოხალისეზე (მათ შორის პატიმრებზე), რომლებიც მონაწილეობენ 24 თებერვლიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებში, აგრეთვე ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონების ანექსირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ფორმირებების წევრებზე, მათი "რუსეთთან შეერთების" მომენტიდან.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბრძოლო მოქმედებების ვეტერანების ოჯახის წევრებს შეღავათები და სოციალური დახმარების ზომები მიეცემათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი