
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ მაკრონმა საუბრისას ხაზი გაუსვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის აუცილებლობას.
"ზარი მქონდა ემანუელ მაკრონთან. ინფორმირებულია ბრძოლის ველზე და უკრაინის ატომურ სადგურებზე არსებულ ვითარებაზე. მან ხაზი გაუსვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის აუცილებლობას.
ჩვენ ასევე განვიხილეთ თანამშრომლობა უკრაინის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კერძოდ, სისტემის დაცვა საჰაერო თავდასხმებისგან", - წერს ზელენსკი.