უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე 703 თავდასხმა დაფიქსირდა | ჯანმო

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამედიცინო დაწესებულებებზე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში, რუსეთის სრულმაშტაბიანი ომმის დაწყების შემდეგ, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე 703 თავდასხმა დაფიქსირდა. 

ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგემის განაცხადებით, მსგავსი თავდასხმები "საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის წესების დარღვევაა".

ჯანდაცვისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო კი, ასობით საავადმყოფო და ჯანდაცვის დაწესებულება სრულად აღარ ფუნქციონირებს - ისინი განიცდიან საწვავის, წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობას.

"სამშობიარო განყოფილებებს - ინკუბატორები, სისხლის ბანკებს - მაცივრები, ინტენსიური თერაპიის საწოლებს კი ვენტილატორები სჭირდებათ. ყოველივე ეს ენერგიას საჭიროებს", - თქვა კლუგემმა.

მისივე თქმით, უკრაინაში 10 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი