მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდება სიცივის გამო სახლები დატოვოს | ჯანმო

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, მილიონობით უკრაინელი იძულებული გახდება დატოვოს სახლები სიცივის გამო. 

"ჩვენ ველით, რომ 2-3 მილიონი ადამიანი დატოვებს სახლებს სითბოსა და უსაფრთხოების საძიებლად", - თქვა ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგენმა.

მისივე თქმით, უკრაინის მასშტაბით ასიათასობით შენობას არ აქვს გაზი. ამის გამო უკრაინელები არა მხოლოდ საჭმლის მომზადებას ვერ ახერხებენ, არამედ არც გათბობის საშუალება აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი