ნორვეგია უკრაინას ზამთარში გაზის შესასყიდად 195 მლნ დოლარზე მეტს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

ნორვეგია ზამთრის პერიოდში უკრაინას გაზის შესასყიდად 195 მლნ დოლარზე მეტს გამოუყოფს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ტრიგვე ვედუმ ხელი მოაწერა შეთანხმებას, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა უზრუნველყოს დაფინანსება რათა უკრაინამ შეძლოს ბუნებრივი აირის შეძენა ამ ზამთარში. 

"უკრაინამ სპეციალურად მიმართა ნორვეგიას, მხარი დაუჭიროს ბუნებრივი აირის შესყიდვას ამ ზამთარში. დრო კრიტიკულია და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არის ჩვენი პარტნიორი გაზის შესყიდვაში. მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მიწოდება საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსების ეფექტურ და გამჭვირვალე გამოყენებას", - თქვა ვედუმმა.

გარდა ამისა, უკრაინული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნორვეგიის მთავრობა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით უკრაინის საერთაშორისო ფონდში დაახლოებით 144 მლნ დოლარის შესატანად ემზადება. 

ცნობისთვის,  ნორვეგია უკრაინაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობის სიდიდით მეორე დონორია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი