
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რუსი დამპყრობლების მიერ კულტურული ფასეულობების ყველაზე დიდი ქურდობა ხერსონში მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
"მოპარულ ძვირფას ნივთებთან დაკავშირებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქმე გვაქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ქურდობასთან, მაგრამ ასევე უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქმე გვაქვს ძვირფასი ნივთების ყველაზე დიდ ევაკუაციასთან, რომელიც განხორციელდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მსოფლიო ომი იმიტომ, რომ ათიათასობით ექსპონატი იქნა ევაკუირებული და უსაფრთხო ქალაქებშია", - თქვა ტკაჩენკომ.
ცნობისთვის, ხერსონის რაიონში რუსმა სამხედროებმა 15 000-მდე სამუზეუმო ექსპონატი მოიპარეს