რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ - კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახური კონტრდაზვერვით ღონისძიებებს ახორციელებს კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში. უწყების პრესსამსახური ამბობს, რომ "ღონისძიებები" მიმდინარეობს ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან ერთად, "როგორც SBU-ს სისტემატური მუშაობის ნაწილი უკრაინაში რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის წინააღმდეგ". 

უწყება ამბობს, რომ ომის გამო გაზრდილია ტერაქტების, დივერსიებისა და მძევალთა აყვანის რისკი, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში.

უშიშროების სამსახური ამბობს, რომ აქტივობები ხორციელდება:

  • ლავრის, როგორც "რუსული სამყაროს" ცენტრის გამოყენების პრევენცისთვის;
  • მონაცემთა გადამოწმებისთვის, რომ უკრაინის ეკლესიის შენობები შესაძლოა გამოიყენონ დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, იარაღის შესანახად და ა.შ.
  • პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფად.

უკრაინის უშიშროების სამსახური ამბობს, რომ სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას, შენობებს და ამოწმებენ იქ მყოფ პირებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი