რუსებმა, ქალაქ ორეხოვში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი დაბომბეს - მოხალისე დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სამშაბათს რუსებმა ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი დაბომბეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ორეხოვში. რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა, რომ შედეგად დაიღუპა მოხალისე და დაიჭრა ორი ქალი.

ზაპოროჟიეს რეგიონის გუბერნატორმა, დამატებითი დეტალები თავდასხმის შესახებ არ გაასაჯაროვა. ორეხოვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 მილის დაშორებით მდებარეობს. 

"რუსი ტერორისტები ბომბავენ ჰუმანიტარული მიწოდების პუნქტებს, აგრძელებენ ბირთვულ შანტაჟს - სამხედრო დამარცხებულთა სამარცხვინო ტაქტიკა", - წერს პრეზიდენტის შტაბის უფროსი, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე.

უკრაინა ამბობს, რომ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტი სკოლის შენობაში იყო განთავსებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი