რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება - გერაშჩენკო

გამოქვეყნდა:

რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ტვიტერზე ავრცელებს.

მისივე ცნობით, გაწვევის მეორე ტალღისთვის რუსეთი გეგმავს, რომ 500,000-დან 700,000-მდე სამხედროს მობილიზებას.

"რუსეთი ემზადება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა იანვარში დაიწყოს. მათი გეგმა არის, რომ 500,000-იდან 700,000-მდე პირი გაიწვიონ. აქამდე გაწვეული 300,000 სამხედრო - უკვე მოკლულია, დაჭრილი ან დემორალიზებული. რუსები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას - ისინი ვერ იგებენ, რატომ არის ამდენი დანაკარგი ნაქებ არმიაში", - წერს გერაშჩენკო სოციალურ ქსელში.

მობილიზაციის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. აღნიშნული ცნობები კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს, 21 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე უარყო- "ჩვენ ამას არ განვიხილავთ", - უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის, სამხედრო მობილიზაციის პირველი ტალღა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო. ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ომში, 300,000 ადამიანი გაიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი