უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით 2,5 მილიარდ ევროს მიიღებს

გამოქვეყნდა:

უკრაინა ევროკავშირისგან დამატებით 2,5 მილიარდ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ვონ დერ ლეიენი "ტვიტერზე" წერს.

მისივე თქმით, ევროკავშირი  უკრაინისთვის 2023 წლის განმავლობაში დამატებით 18 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

"ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 18 მილიარდი ევროს გამოყოფას 2023 წლისთვის, გადაუდებელი რემონტისთვისა და სწრაფი რესტავრაციისთვის, რაც იწვევს წარმატებულ რეკონსტრუქციას. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის მხარდაჭერას, სანამ მას ეს დასჭირდება", - წერს ევროკომისარი.

დახმარების მიღებას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვალდიმირ ზელენსკი.

როგორც მან ტვიტერზე დაწერა, აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანია უკრაინის სტაბილურობისთვის ამ რთული ზამთრის დროს.

"უკრაინამ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომლის მოცულობაც 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ძლიერი შენატანი უკრაინის სტაბილურობისთვის, ამ რთული ზამთრის დროს. ჩვენ მაცლიერები ვართ უკრაინისა და ურსულა ვონ დერ ლეიენის სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის. ველოდებით 2023 წლისთვის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამის დამტკიცებას", - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი