ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 696 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს ინფორმაციით, 33 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკვე უკრაინაშია გადასვენებული.​

​ოპერაცია უგზოუკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით, ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად განხორციელდა. 

საერთო ჯამში, 24 თებერვლიდან უკრაინის ხელისუფლებამ 696 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება მოახერხა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი