
დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერის ივან ფედოროვის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ
ოკუპანტებმა მელიტოპოლიდან 700-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს.
მისი თქმით, დღეს ქალაქის 100-ზე მეტი მცხოვრები რუსი დამპყრობლების ტყვეობაშია.
ამავდროულად, ფედოროვმა აღნიშნა, რომ ახლად მობილიზებულები რუსების არმიას მელიტოპოლში გადაჰყავს, რათა მათ მშვიდობიანი მოსახლეობის ცემა ასწავლონ. ასევე გახშირებულია ადგილობრივი მოსახლეობის წამება, ფედეროვის ინფორმაციით, ზოგიერთი მაცხოვრებელი უკვე 8 თვეა წამების ქვეშ იმყოფება.