უკრაინაში 1 886 დასახლება უკვე გათავისუფლებულია

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს ინფორმაციით, დღეისათვის უკრაინაში 1 886 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია, აქედან 1 620 დასახლებაში, კი ჰუმანიტარულმა შტაბმა უკვე დაიწყო მუშაობა.

"დღეის მდგომარეობით უკვე დეოკუპირებულია 1886 დასახლებული პუნქტი. ჰუმანიტარული შტაბის მუშაობა დაიწყო 1620 დეოკუპირებული დასახლების ტერიტორიაზე“, - განაცხადა ტიმოშენკომ.

მისი თქმით, დეოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებში სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობა აღდგება.

გარდა ამისა, ტიმოშენკოს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებმა მუშაობა განაახლა 965 დასახლებაში, სოციალურმა სერვისებმა - თითქმის 1300-ში, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა - 1 065-ში, ხოლო ფინანსური მომსახურება აღდგა 1206 დასახლებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი