ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ჩეჩნებისა და "ვაგნერის" ნაწილები გადაიყვანეს | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში ჩეჩნებისა და "ვაგნერის" ცალკეული ნაწილები გადაიყვანა.

უწყების ცნობით, დანაყოფები რუსული ჯარების დაჯგუფების გაზრდის მიზნით გადაიყვანეს.  

"ჯარის დაჯგუფების გაზრდის მიზნით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიისგან ცალკეული შენაერთები გადაიყვანეს დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ დებალცევეში“, - წერია უწყების მოხსენებაში.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით გამოვლინდა ოკუპანტების ცალკეული შენაერთების გადაჯგუფება ზაპოროჟიეს ოლქის მოლოჩანსკის დასახლების მიდამოში.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი