კრემლი სავარაუდოდ, ამზადებს საინფორმაციო ფონს ბელგოროდის ოლქზე "უცხო დროშით" შეტევისთვის - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრემლი ქმნის ინფორმაციულ წინაპირობებს რუსეთის ბელგოროდის ოლქში "ცრუ დროშის" თავდასხმისთვის. განახლებაში ნათქვამია, რომ ეს სავარაუდოდ, რუსეთს მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის აღდგენის მცდელობაა.

ISW წერს, რომ კრემლის პროპაგანდისტებმა დაიწყეს ჰიპოთეზის გახმოვანება იმის შესახებ, რომ უკრაინული ძალები ბელგოროდის ოლქში შეჭრას ცდილობენ და სხვა რუსული წყაროები აღნიშნავდნენ, რომ რუსულმა ძალებმა უნდა დაიბრუნონ კონტროლი კუპიანსკზე, ხარკოვის ოლქზე, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ უკრაინის თავდასხმის საფრთხე.

განახლებაში აღნიშნულია, რომ რუსმა სამხედრო ბლოგერებმა 22 ნოემბერს გააძლიერეს მოწოდებები კრემლის მისამართით, რომ დაიბრუნონ გათავისუფლებული ტერიტორიები ხარკოვის ოქლში და "განაცხადეს, რომ ასეთი პრევენციული ზომები შეაჩერებს უკრაინელების თავდასხმის ოპერაციების განხორციელებას კუპიანსკის და ვოვჩანსკის მიმართულებით".

გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ასევე გამოაქვეყნა კადრები, სადაც ნაჩვენებია "ზასეჩნაიას ხაზის" სიმაგრეების მშენებლობა უკრაინა-ბელგოროდის ოლქის საზღვარზე.

"ვაგნერის ჯგუფის" ფინანსისტმა ევგენი პრიგოჟინმა განმარტა, რომ ვაგნერი აშენებს Zasechnaya Line-ს, სახელი "Wagner Line" კი იმიტომ შეიცვალა, რომ ბევრ ადამიანს რუსეთში არ მოსწონს კერძო სამხდრო კომპანია "ვაგნერის" საქმიანობა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის განცხადებები ბელგოროდის რეგიონზე უკრაინის გარდაუვალი თავდასხმის შესახებ აბსურდულია და მიზნად ისახავს მხოლოდ ფართო საზოგადოების დაშინებას ომის მხარდასაჭერად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი