
23 ნოემბერს, დილით, ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში, რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ეს რუსების მხრიდან მორიგი ტერორისტული აქტია.
"დაზიანდა 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, პოლიკლინიკის შენობა. სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი - 55 წლის ქალბატონი და 68 წლის კაცი, 1 პირი - ჰოსპიტალიზებულია, ერთს - ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს", - ამბობს ის.