ჯონსონი: უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მოლაპარაკებებს, სანამ 24 თებერვლამდე არსებულ ტერიტორიებს არ გაათავისუფლებს

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა, ბორის ჯონსონმა პორტუგალიაში CNN-თან ინტერვიუში უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მოლაპარაკებებს, სანამ 24 თებერვლამდე არსებულ ტერიტორიებს არ გაათავისუფლებს. 

"დიდი ბრიტანეთი უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ეხმარება. ბევრს საუბრობენ მოლაპარაკებებზე. ვფიქრობ, რომ უკრაინა არ უნდა დათანხმდეს მოლაპარაკებებს სანამ 24 თებერვლამდე არსებულ ტერიტორიებს არ გაათავისუფლებს და ეს მინიმუმია. ომის დაწყება შოკი იყო. ყოველდღიურად ვაკვირდებოდით რუსული არმიის გადაჯგუფებას. ვხედავდით როგორ მიმდინარეობდა რუსული ბატალიონების ფორმირება. სხვადასხვა ქვეყნები რუსული სამხედრო შენაერთების გადაადგილებებზე განსხვავებულად რეაგირებდნენ. მაგალითად საფრანგეთს ბოლო წუთამდე არ სჯეროდა რომ ომის დაიწყებოდა. გერმანია კი ფიქრობდა რომ ომის დაწყება კატასტროფა იქნებოდა და ყველაფრის მალე დასასრულებლად უმჯობესი იქნებოდა უკრაინა დანებებულიყო. მე ამას მხარს არ ვუჭერდი. ომის მიმდინარეობის ყველა, აბსოლუტურად ყველა მიხვდა რომ უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელი და საჭირო იყო"- თქვა ჯონსონმა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ვერტმფრენებს გადასცემს. ქვეყნის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თქვა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა რუსეთის შეჭრის შემდეგ, როდესაც უკრაინაში მართვადი საფრენი აპარატი გაიგზავნება. საუბარია სამ Sea King ტიპის სამხედრო ვერტმფრენზე, რომელთაგან პირველი უკვე ჩავიდა უკრაინაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი