
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დიდი ალბათობით, თითქმის ამოწურა ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი. დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი შეეცდება უპილოტო საფრენი აპარატები საზღვარგარეთიდან შეისწყიდოს, რადგან ამას უფრო სწრაფად შეძლებს, ვიდრე შიდა წარმოებას.
განახლებაში აღნიშნულია, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმების შესახებ საჯაროდ ინფორმაცია 2022 წლის 17 ნოემბრის შემდეგ არ ფიქსირდება.
ბრიტანეთი, ასევე, ამბობს, რომ რუსეთმა, სავარაუდოდ, მოიფიქრა უპილოტო საფრენი აპარატების კამპანია საკრუიზო რაკეტების მძიმე დეფიციტის ასანაზღაურებლად, მაგრამ მიდგომას არ ჰქონია დიდი წარმატება - "გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა განეიტრალებულია".