რუსეთი ჩვენი ქვეყნის ეკლესია-მონასტერების ოკუპაციას განაგრძობს და ქართული კვალის წაშლას ცდილობს - სულ უფრო მოცულობითი ხდება იმ სალოცავების სია, სადაც მოქალაქეები ეკლესიურ დღესასწაულებზე მისვლას ვერ ახერხებენ.
ამ მხრივ, განსაკუთრებულად რთული ვითარებაა გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც არარსებული საზღვარი გადის და ეკლესიები ოკუპირებულია. ქერე, აძვი, კირბალი, ეს არასრული ჩამონათვალია იმ სოფლების, რომელთა მცხოვრებლებიც ეკლესიებში მისვლას ვერ ახერხებენ. მავთულხლართების მიღმაა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრებიც.