
"მტერს არ შეუძლია შეიარაღებული ძალების დაძლევა, ამიტომ ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი Facebook-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის მხრიდან დღევანდელი სარაკეტო თავდასხმებისას 51 საკრუიზო რაკეტა, ასევე 5 ლანცესტის ტიპის კამიკაძე გაანადგურა.
"დღეს ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ, მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ჩვენი სახელმწიფოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
მათ არ შეუძლია შეიარაღებული ძალების დაძლევა, ამიტომ მტერი ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას, თბოელექტროსადგურებს, სამედიცინო დაწესებულებებს და ჩვილებსაც კი.
დღევანდელი თავდასხმისას მტერმა 67 საჰაერო გასროლა განახორციელა (Kh-101/Kh-555) და საზღვაო (კალიბრ) საკრუიზო რაკეტა გაუშვა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო და თავდაცვის სხვა დაჯგუფებებმა 51 საკრუიზო რაკეტა, ასევე 5 ლანცესტის ტიპის კამიკაძე გაანადგურეს", - დაწერა ზალუჟნიმ.
ცნობისთვის, დღეს 23 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე, მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ კიევში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 63 რაკეტა ისროლეს.
დღესვე ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო ამასთან, ის აღიარეს სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის საშუალებებს იყენებს.