
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც ფიქრობს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ელჩმა აღნიშნა რომ მნიშვნელოვანია ამ კანონის შედეგიც და პროცესიც.
"მივიჩნევ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს, რადგან როგორც შედეგია მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია პროცესიც. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვენეციის კომისია გადახედავს", – განაცხადა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, გერმანიის ელჩმა.
ცნობისთვის, 21 ნოემებრს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობამ განცხადება გაავრცელა და გაიმეორა მოწოდება, რომ "ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა". იგივე მოწოდებას იმეორებს საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დგენანიც. იხილეთ ასევე: