უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსპიკერის, ალექსანდრე ხორუნჟის ცნობით, 23 ნოემბერს რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 55.
მისივე თქმით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში უკრაინის 8 რეგიონსა და ქალაქ კიევზე მიიტანეს. დაზიანებულია 36 ობიექტი. მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები, კერძო საცხოვრებელი კორპუსები, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.