"თუ არის სურვილი, ყოველთვის გამოიძებნება გამოსავალი" | კრამერი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

"ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი ორი მთავარი საკითხია, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ევროპას აწუხებს და რაზეც მახვილდება ყურადღება", -  ამის შესახებ ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს. 

ამბობს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

"მან თქვა, რომ კონსტიტუციით არ აქვს ამის უფლება, მე არ ვარ კონსტიტუციონალისტი, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ არის სურვილი, ყოველთვის გამოიძებნება გამოსავალი" - ამბობს კრამერი. 

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეწყალება "ნამდვილად მოხსნის ორ ძირითად პრობლემას, რომელიც ესახება ვაშინგტონს და ევროკავშირს საქართველოში".

რაც შეეხება განსხვავებას ამ ორ საქმეს შორის - გვარამიას საქმე აშკარად პოლიტიკური საქმეა მისი მედიაში გამოთქმული პოზიციების გამო, ასევე პოლიტიკურად მოტივირებულია სააკაშვილის საქმეც. თუმცა აქ გადამწყვეტია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და, როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება და მან უნდა მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, - განაცხადა დევიდ კრამერმა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი