ჩვენმა ძალებმა ზაპოროჟიეს ერთ-ერთ სოფელში 20 ოკუპანტი მოკლეს, 15 დაიჭრა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ზაპოროჟიეს რეგიონში, "ზელენი იარში" მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალა გაანადგურეს. უწყება ამბობს, რომ ლიკვიდირებულია 20 დამპყრობელი, კიდევ 15 დაშავდა.

"23 ნოემბერს თავდაცვის ძალების ნაწილებმა დაადასტურაეს საცეცხლე დამარცხება დამპყრობლების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ზელენი იარში" - ამბობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგემ 2 სატვითო მანქანაც დაკარგა.

მანამდე მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სოფელ ზელენი იარში გაანადგურეს S300 სარაკეტო სისტემა, საიდანაც რუსებმა ვოლნიანსკში ახალშობილი ბიჭი მოკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი