რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკვე 86 150 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 25 ნოემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 86 150;
  • ​ტანკი - 2 899;
  • ჯავშანტექნიკა - ​5 844;
  • საარტილერიო სისტემა - 1 895;
  • სარაკეტო სისტემა - 395;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 209;
  • თვითმფრინავები - 278;
  • ვერტმფრენი - 261;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 553;
  • საკრუიზო რაკეტები - 531;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 404;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 163

 კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, და თქვა, რომ დაღუპულია 5 937 ადამიანი.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი