თუ დადგინდება, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე, მივმართავთ დიპკორპუსს - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი,  შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა, უფლებადამცველები და ოჯახი ბრძოლის სხვა ეტაპზე გადავა და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს შემდგომი რეაგირებისთვის:

"მე ვადასტურებ რომ სააკაშვილის მდგომარეობა მართლაც მძიმეა. განსაკუთრებით ბოლო დღეებში მოხდა დამძიმება. თუ დადგინდება, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე და მისი სიცოცხლე იმდენად საფრთხეშია,რომ  შეიძლება წამებზე და წუთებზე იყოს საქმე, შეიკრიბება საზოგადოება. აქ უკვე მივმართავთ ალბათ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს და ამის მერე უკვე სულ სხვა რეჟიმზე მოხდება სიტუაციის გადაყვანა. მას აქვს გონების კარგვის ეპიზოდი პირველად რუსთავის ციხეში, აქედან იწყება ამერიკელი ტოქსიკოლოგის კვლევა" აცხადებს ხაჭაპურიძე.

 

ძალიან დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილი არის ინტოქსიკაციის მსხვერპლი - განცხადება ამის შესახებ მარიამ ჯიშკარიანმა დღეს გააკეთა. ცენტრი "ემპათიას" ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ დასკვნამდე 10 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მივიდა. მისი ინფორმაციით, თმის ღერში აღმოჩენილია სამი მძიმე მეტალი - ვერცხლისწყალი, ბისმუტი და ბარიუმი. ჯიშკარიანი პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი იმისთვის, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი