
აშშ-ის სახელმწიფო ჰუმანიტარული დახმარების სააგენტო USAID-მა უკრაინელებს 80 გენერატორი და 22500 საბანი გადასცა, - ამის შესახებ პარასკევს აშშ-ის ელჩმა კიევში ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია აშშ-ს პასუხის რუსეთის სასტიკ და მუდმივ თავდასხმებზე უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს ელექტორიენერგიის გამორთვას, USAID-უკრაინა აწვდის 80 გენერატორს“, - აცხადებს ბრინკი.
ცნობისთის, ეს პარტია მხოლოდ იმ საერთო დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელსაც უკრაინა USAID-ის მეშვეობით იღებს
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ისევ აგრძელებს უკრაინის ენერგომომმარაგებელ ობიექტებზე თავდასხმას.