
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთს "გულწრფელად" ჰქონდა დონბასის უკრაინასთან გაერთიანების იმედი, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ТАСС
ავრცელებს.
"რუსი სამხედროების დედებთან" შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთთან დონბასის ნაწილი ადრე უნდა ანექსირებულიყო, გარდა ამისა, იმედოვნებდა, რომ დონეცკი და ლუგანსკი შეძლებდნენ უკრაინასთან გაერთიანებას.
"2014 წელთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ჭკვიანები ვართ, მაგრამ ვივარაუდეთ, რომ შესაძლოა შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა და ლუგანსკი და დონეცკი როგორმე შეძლებდნენ უკრაინასთან გაერთიანებას მინსკის ფარგლებში. ჩვენ გულწრფელად წავედით ამისთვის, მაგრამ ხალხის განწყობა ბოლომდე არ ვიგრძენით, შეუძლებელი იყო იმის გაგება, რა ხდებოდა იქ", - ამბობს პუტინი
აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ახლა უკვე აშკარა გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის "გაერთიანება" დონბასთან ადრე უნდა მომხდარიყო.
გარდა ამისა, პუტინი თვლის, რომ დომბასთან "გაერთიანებით" "არ იქნებოდა ამდენი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, არ იქნებოდა ამდენი ბავშვი დაღუპული დაბომბვის შედეგად".