შმიგალის თქმით, უკრაინამ შეშის ექსპორტი აკრძალა

გამოქვეყნდა:

უკრაინის მთავრობამ შეშის ექსპორტი აკრძალა. პრემიერ დენის შმიგალის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო, რომ შეშა უკრაინელებისთვის საკმარისი იყოს. ინფორმაციას უკრაინის მედია ავრცელებს.

„დღეს მთავრობა ასევე იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, აკრძალოს საწვავის შეშის ექსპორტი. ეს ხელს შეუწყობს მის დაგროვებას უკრაინაში. ბოლოს და ბოლოს, ბევრ დასახლებაში, განსაკუთრებით ფრონტის მახლობლად, შეშა არის გათბობის მთავარი რესურსი. რუსეთის ენერგოსისტემაზე თავდასხმები მხოლოდ ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თავმჯდომარეობით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მთავარი საკითხი უკრაინის ფრონტზე და ენერგოსისტემაში შექმნილი ვითარება გახდა აგრესორი ქვეყნის რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, იტყობინება სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური ხუთშაბათს, 24 ნოემბერს საღამოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი