ბელარუსში წვრთნებისას ერთი რუსი ჯარისკაცი მოკვდა, მეორე კი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის ბრესტის ოლქში, წვრთნებისას, ერთი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბელარუსში ჯარის წვრთნების შესამოწმებლად რუსი გენერალები ჩავიდნენ. 

ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების სარდლობამ ბელარუსებს მიმართა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე პროვოკაციებს ამზადებენ, იმისთვის, რომ უკრაინა დაადანაშაულონ და ბელარუსი ომში ჩართონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი