"კოლაბორაციონიზმი და რუსეთის სასარგებლოდ მუშაობა" | უკრაინაში ოლიგარქ ჟევაგოსთან დაკავშირებულ საწარმოებს ჩხრეკენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლები აწარმოებენ ჩხრეკას ყოფილ სახალხო დეპუტატ კონსტანტინე ჟევაგოსთან დაკავშირებულ საწარმოებში - ინფორმაციას Интерфакс-Украина ავრცელებს. 

ოლიგარქი, Forbes-ის მიხედვით, მესამე უმდიდრესი უკრაინელია, რომლის ქონებაც 2,4 მილიარდი დოლარია. 
ყოფილი სახალხო დეპუტატი ეჭვმიტანილია კოლაბორაციონიზმსა და რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ მუშაობაში.

ასევე, როგორც წყარომ აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთა სახლებში, რომლებიც უკრაინაში ბიზნესს ჟევაგოს სახელით აწარმოებენ.

რამდენიმე დღით ადრე ოლიგარქის ქონება ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომაც შეამოწმა. 18 ნოემბერს ჩხრეკა ჩატარდა ორ სამთო და ბენეფიციარულ ქარხანაში გადასახადებისგან (10 მილიარდი გრივნის) თავის არიდებისთვის. 

თავად ჟევაგო, რომელიც ძებნილადაა გამოცხდებული, ამჟამად იმალება მონაკოში, სადაც ისვენებს საკუთარ იახტაზე სახელად „Z“, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.

კომპანია „არტერიუმი“ რუსეთში 2010 წლიდან არსებობს. „ჟევაგოს“ არსებობა რუსულ ბაზარზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგაც არ შეწყვეტილა: „არტერიუმი“ აგრძელებს რუსეთის ფედერაციის სამედიცინო პრეპარატების მიწოდებას, მათ შორის, გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებსაც აწვდის. 

კიდევ ერთი მსხვილი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებს "ფარმაკია". კომპანიის პროდუქცია დროებით ოკუპირებულ ყირიმშიც კი აღმოაჩინეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი