ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა | კონფერენცია ბრიუსელში და ერი, რომელიც იჩქერიის თავისუფლებისთვის იბრძვის

გამოქვეყნდა:

დღეს ბრიუსელში იჩქერიის, ანუ ჩეჩნეთის დამოუკიდებდლობისადმი მიძღვნილი დიდი კონფერენცია გაიმართა. მანამდე კი ჩეჩნეთი უკრაინის რადამ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად გამოაცხადა.

ამ წუთებშიც უკრაინის თავისუფლებისთვის ორი ჩეჩნური ბატალიონი იბრძვის, და მათ რიგებში გაწევრიანებულ ჩრდილოკავკასიელებს არც არასდროს დაუმალავთ, რომ ამ ბრძოლის შემდეგი ეტაპი უკვე მათი სამშობლოს გათავისუფლება უნდა იყოს. სამშობლოსი, რომელსაც უკრაინისა და სხვა ჩაგრული ერების მსგავსად, საუკუნეების განავმობაში რუსეთის იმპერია მიზანმიმართულ გენოციდს უწყობდა.

32 წლის წინ გამოცხადებულ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას რუსეთმა არნახული სისხლისღვრით და 300 000 ჩეჩენის მკვლელობით უპასუხა, ანუ 1.5 მილიონიანი ერისთვის ეს ყოველი მეუხეთე ჩეჩენის სიკვდილს ნიშნავდა.

32 წლის შემდეგ ჩეჩნები ისევ თავისუფალი იჩქერიისთვის იბრძვიან. და მათთან ერთად სხვა ჩრიდოლკავკასიელი ერებიც დამოუკიდებლობაზე ღიად იწყებენ ლაპარაკს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი