"არსებობს ნიშნები, რომ ოკუპანტები, შესაძლოა ემზადებოდნენ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დასატოვებლად" | კოტინი

გამოქვეყნდა:

"არსებობს ნიშნები, რომ ოკუპანტები, შესაძლოა ემზადებოდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად", - ამის შესახებ უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ პრეზიდენტი, პეტრო კოტინი საუბრობს.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაშივიღებთ ინფორმაციას, რომ ოკუპანტები, შესაძლოა, ემზადებოდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. ბოლო დროს რუსულ მედიასაშუალებებში ბევრი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება რუსებს მოუწიოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება და მისი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონტროლის ქვეშ გადაცემა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ოკუპანტები ბარგს ალაგებენ და ყველაფერს იპარავენ, რასაც ხედავენ“, - განაცხადა კოტინმა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი