ვიშგოროდში რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი ამბობს, რომ 23 ნოემბერს ვიშგოროდზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაშავდა 35 ადამიანი.

მისივე ინფომრაციით, დაშავებულებს შორის 6 ბავშვია - "ყველაზე პატარა გოგონა 5 წლისაა".

ნებიტოვმა თქვა, რომ ვიშგოროდში რუსული რაკეტა, მაღალსართულიან კორპუსთან დაეცა, შედეგად დაზიანდა 4 შენობა, საბავშვო ბაღი და სკოლა.

"3 კმ-ის რადიუსში არ არსებობდა არც ერთი ობიექტი, თუნდაც ენერგეტიკული, რომელიც მათთვის [რუსებისთვის] საინტერესო იქნებოდა. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, გამომძიებლები შეძლებენ პასუხის გაცემას - ეს იყო მიზანმიმართულად საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა თუ ასეთი რაკეტა შემოფრინდა მხოლოდ იმიტომ, რომ არც ისე ზუსტია, როგორც ამბობენ", - თქვა მან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი