გვესმის, რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ, სანამ მათ აქვთ რაკეტები, არ გაჩერდებიან - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ მათ რაკეტები აქვთ, არ გაჩერდებიან. ამ თემაზე მან ტრადიციულ საღამოს ვიდეო მიმართვაში ისუაბრა და აღნიშნა, რომ ეს კვირა, შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორც გასული.

"ჩვენ გვესმის, რომ ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. და სანამ მათ აქვთ რაკეტები, ისინი არ გაჩერდებიან, სამწუხაროდ.

მაგრამ ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ოჯახებზე ბავშვებით, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია", - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ თქვა, რომ თავდაცვის ძალები ემზადებიან და უკრაინა ყველა სცენარზე მუშაობს პარტნიორებთან ერთად.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი