სააკაშვილი შოუების დადგმით არის ცნობილი - ბერაია სასამართლოზე, მესამე პრეზიდენტის შესაძლო დასწრებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ბერაიას აზრით, მიხეილ სააკაშვილს დღეს სასამართლოზე გამოჩენა "შოუს დადგმისთვის" სჭირდება: 

"ის, რომ სააკაშვილი ზოგადად შოუების დადგმით არის ცნობილი, ესეც საიდუმლო არ არის და ყველამ ძალიან კარგად იცის. ასე, რომ თუკი გამოითქვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სააკაშვილს გარკვეულ დროს, გარკვეულ ადგილას გამოჩენა შეიძლება შოუს მიზნით დასჭირდეს, ეს საფუძველსმოკლებული ნამდვილად არ არის" ამბობს ბერაია.

შეგახსენებთ, დღეს, ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაესწროს. მან ამის სურვილი თავადვე გამოთქვა. ადვოკატის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტს პროცესზე სპეციალური ეტლით მიიყვანენ.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი