ვივა მედის ექიმებს მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან გაყვანის რეკომენდაცია ჯერ არ გაუციათ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას სავარაუდოდ ვერც დღეს დაესწრება. მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე ვივა მედშია. ექიმებს  მისი კლინიკიდან გაყვანის  რეკომენდაცია არ გაუციათ. ე.წ საზღვრის  კვეთის საქმის განხილვაზე დასწრების სურვილი თავად მესამე პრეზიდენტმა გამოთქვა. 

ამ წუთებში სააკაშვილთან ხატია დეკანოიძე იმყოფება. მანამდე კი ის პალატაში სახალხო დამცველმა მოინახულა. 

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ის ვერ დება ლოგინიდან. ომბუდსმენი ამბობს, რომ მას ექიმებმაც დაუდასტურეს, რომ ვითარება  იმაზე გაცილებით მძიმეა, ვიდრე სააკაშვილის კლინიკაში შეყვანის დროს იყო.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 საათზეა ჩანიშნული. 

იხილეთ ასევე:

 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი